ნათია თურნავა - ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ საქართველო ბევრი შესაძლებლობების ქვეყანაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით აშშ-დან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან ეწვივნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ლოკაციების კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნენ და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში მყოფი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრისას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ინვესტორების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგია გააცნო, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პანდემიამ მას ახალი თავისებურებები შესძინა.

„მაგალითად, პანდემიის პერიოდში ჩვენ დავინახეთ და მსოფლიომ დაინახა, რომ ბევრი გლობალური კომპანია ფიქრობს იმაზე, რომ შეცვალოს თავისი წარმოების ლოკაცია და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფია. ჩვენ ამაში დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველო შევთავაზოთ ასეთ ინვესტორებს და კომპანიებს საუკეთესო პლატფორმად, სადაც ისინი დააფუძნებენ ახალ კომპანიას, გადმოიტანენ არსებულ ბიზნესს, აქედან ივაჭრებენ მსოფლიოს 1/3-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით, დაამოკლებენ ლოგისტიკას და სხვა იმ უპირატესობებით ისარგებლებენ, რასაც ჩვენი საინვესტიციო გარემო სთავაზობს მათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ქართულმა მხარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში პირადად მოიწვია რამდენიმე ათეული ე.წ. ადგილმდებარეობის კონსულტანტი, ვინც სხვადასხვა გლობალურ კომპანიას აძლევენ რჩევას მათი ბიზნესის განთავსებასთან - გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ რუკაზე საქართველოც გაჩნდეს - შემდეგ უკვე ისინი საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას მიაწვდიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიას, გლობალურ ბიზნესს.

„ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები და მათ პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ საქართველოზე. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნენ, რომ საქართველო არის ბევრი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, საკმაოდ კომფორტული იმისთვის, რომ აქ მარტივად, სწრაფად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე კეთდებოდეს ბიზნესი, ფუძნდებოდეს ახალი კომპანიები, რაც ბევრ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა