გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ნ.ქ.-ს ტანსაცმელზე დაზარალებულ გიორგი ქათამაძის სისხლი ამოვიდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ნ.ქ.-ს ტანსაცმელზე დაზარალებულ გიორგი ქათამაძის სისხლი ამოვიდა.

როგორც პროკურორი განმარტავს, დნმ-ით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი ქათამაძის მიმართ თავდასხმის განხორციელებაში ნ.ქ. მონაწილეობდა.

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ, ასევე დაიკითნენ ექსპერტები, რომლებმაც საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებზე დნმ კვლევა ჩაატარეს. ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომელთაც სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქვთ ჩატარებული. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, ეს იყო გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე. ექსპერტებმა ახსნეს, თუ რა ვითარებაში შეიძლებოდა ეს დაზიანებები მიეღო, რომ ეს იყო მრავალჯერადი დარტყმის შედეგად განხორციელებული. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს ნივთმტკიცებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ნ.ქ.-ს ტანსაცმელზე ამოსულია დაზარალებულ გიორგი ქათამაძის სისხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ თავდასხმაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ნ.ქ. იყო ჩართული, ვინაიდან აგარაკის ტერიტორიზე გიორგი ქათამაძე კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ფოტოაპარატიდან ამოღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ პიროვნებას არავითარი დაზიანება არ აღენიშნება, სამედიცინო დოკუმენტაციით კი დადასტურებულია, რომ გიორგი ქათამაძეს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული სწორედ, თავდასხმის დროს, რომელშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ნ.ქ. იყო ჩართული, მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა გიორგი ქათამაძის სისხლი. არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს დნმ პროფილები ამოსულია "ტოიოტას" მარკის ავტომობილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმის დროს ისინი სწორედ აღნიშნულ ავტომობილში იყვნენ. აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრაშია წარდგენილ ბრალდებებთან და წარმოადგნეს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას. გამომძიებელმა, რომელმაც მოწმე სალომე ჭკადუასთან ვიდეოჩანაწერის დათვალიერება მოახდინა, ისაუბრა ამ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობაზე და ისაუბრა, რომ მოწმემ ვიდეოკადრებში ნამდვილად მოახდინა პიროვნებების იდენტიფიცირება, კერძეოდ, გიგა ტატიაშვილის და ასევე არასრულწლოვნის, ნიკოლოზ ცუცქირიძის“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი 15 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს