„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სამგორის რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

ჩვენი პარტია არის ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს, ქვეყანაში ხელოვნურად დამყარებულ ნეოლიბერალურ მმართველობას ეწინააღმდეგება. სამი ათეული წელია საქართველო ამ სისტემით იმართება, რომელმაც ქვეყანა და მისი მოსახლეობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სამგორის რაიონში შეკრებილ მხარდამჭერებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც მოსახლეობას სამგორის მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, კახა კუკავამ და ლალი ფერაძემ პარტიის მიმდინარე და სამომავლო ამოცანებზე ისაუბრეს.

კახა კუკავას თქმით, პანდემიის მიუხედავად „თავისუფალი საქართველო“ „იაფი მედიკამენტების პროგრამას“ მომავალშიც გააგრძელებს და მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს შეღავათიან წამლებს.

ლალი ფერაძის განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების ინტერესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ჩვენმა პარტიამ ასობით ოჯახს შეუნარჩუნა თავშესაფარი. ის ადამიანები, რომლებიც მევახშეობით დღესაც არიან დაკავებულები, პოლიტიკური პარტიები შექმნეს, ახლა კი კარდაკარ დადიან და ადამიანებს მხარდაჭერას თხოვენ. მჯერა, საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ კი, მზად ვართ, ეროვნული სტრატეგია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე განვაგრძოთ და ერსა და ბერს იმავე პრინციპებით ვემსახუროთ, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა ლალი ფერაძემ.

12 სექტემბერს, ნაძალადევში, “თავისუფალი საქართველოს” ნაძალადევის რაიონის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა