ენტონი ფაუჩი - კორონავირუსის პოტენციალი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - შემოდგომის და ზამთრის გადავლა მარტივი ნამდვილად არ იქნება

ჩვენ კორონავირუსის პოტენციალი სათანადოდ ვერ შევაფასეთ, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ზამთრის თვეებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს, რადგან მათ გრიპის სეზონისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივად მოუწევთ.

„შემოდგომის და ზამთრის გადავლა მარტივი ნამდვილად არ იქნება. პანდემიის შესაძლებლობები სათანადოდ უნდა შევაფასოთ და უკეთ მომზადებულები ვიყოთ,“ - განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 6.3 მილიონს აღემატება, ვირუსს სულ მცირე 190 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა