პრემიერი - ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც განვახორციელებთ

ერთმანეთს უნდა შევუქმნათ თანასწორი, სამართლიანი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

„ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც განვახორციელებთ. ამ გეგმის ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში გლობალური პანდემიაა, ეს იქნება ჩვენი ძირითადი მიზანი დღესაც და ხვალაც. ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ, რომ მიზანმიმართულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე. ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა შევუქმნათ თანასწორი, სამართლიანი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები. ეს არის სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპასთან ვიდრე იყო გუშინ და ხვალ ისე უნდა მიუახლოვდეთ, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი - ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო