"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის ინფორმაციით, მათი დამკვირვებელი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შეუშვეს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შეუშვეს და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-დან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამკვირვებლის გიორგი მუმლაძის თქმით, საოლქო კომისიაში ტემპერატურის საზომი აპარატით მოახდინეს მანიპულირება.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას, დაცვამ მას სიცხე გაუზომა, აპარატმა 35.5 დააფიქსირა და შენობაში შეუშვეს. თუმცა, ამის შემდეგ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ანი ილურიძემ უთხრა, რომ შენობაში შესვლის და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება მას არ ჰქონდა, რასაც მოჰყვა მცირე შელაპარაკება.

„ამ კომუნიკაციაში ჩაერთო ქვემო ქართლის კურატორი ცესკო-დან კობა ასანიძე, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ შენობაში შესვლის და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არ მქონდა, თუმცა, მოხერხდა შეთანხმება, რომ საშვს დაუშვებდნენ და შევხვდებოდი თავმჯდომარეს, რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, კობა ასანიძემ მითხრა, რომ შემეძლო შენობაში შესვლა და საშვის აღება. შენობაში შესვლისას კიდევ გამიზომეს ტემპერატურა. რამდენიმეწუთიანი სხვაობის მიუხედავად, მეორედ ტემპერატურა „მომემატა“ და, მათი თქმით, 37.9 დამიფიქსირდა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ მომთხოვა შენობა დამეტოვებინა,“- განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარღვია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი პროტოკოლი, რომელიც გულისხმობს საარჩევნო კომისიებში შესვლისას და გამოსვლისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვას. როგორც მან აღნიშნა, იქმნება განცდა, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ შეიძლება წარიმართოს და აღნიშნული საკითხი დამატებითი დამაბრკოლებელი გარემოება გახდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.

„მივმართავთ სახალხო დამცველს ზემოთ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი,“- განაცხადა მუმლაძემ.

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებლებს, როგორც ცესკოს მიერ რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში შესვლის და დაკვირვების უფლება აქვთ. გიორგი მუმლაძე მარნეულის N22 საოლქო კომისიაში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დაკვირვების მიზნით, 10 სექტემბერს იმყოფებოდა. საქართველოს კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით, დამკვირვებელს აქვს უფლება ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე განახორციელოს სადამკვირვებლო მისია, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას (არჩევნების გამოცხადების დღიდან)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს