ეკვილიბრიუმმა ტყიბულში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა

11 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ტყიბულს ეწვია, სადაც სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აცხადებს, სკვერი ბიბლიოთეკა პანდემიის აქტიური ფაზის გადავლის შემდეგ ამუშავდება.

„მნიშვნელოვანი საქმეები გრძელდება. ტყიბულში სკვერის ბიბლიოთეკა გავხსენით - ულამაზესი ღია სამკითხველო წიგნის მშვენიერი ბუდით. დიდი მადლობა ტყიბულებებს დაუმსახურებელი სიყვარულისთვის და საოცარი დახვედრისთვის. წინ დიდი გეგმები გვაქვს. დიდი მადლობა გაწეული ღვაწლისთვის ორგანიზაცია ,,ორბელიანი-საქართველოს'', ნათია ბარბაქაძეს, თენგიზ გაგოშიძეს, დიანა ტურძილაძეს, ტყიბულის მერიას.

სკვერი ბიბლიოთეკა პანდემიის აქტიური ფაზის გადავლის შემდეგ ამუშავდება“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო