ფინეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ფინეთში, ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის, მუსა ლომაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ „კავკაზ.რეალიი“ თავად ლომაევზე დაყრდნობით იუწყება.

ლომაევის ინფორმაციით, ფინეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მისი დაცვა უზრუნველყვეს და მისი ბლოგერული მოღვაწეობა დროებით შეზღუდეს, რაც გამოძიებას უკავშირდება.

„მე მუქარის არ მეშინია, მიმიფურთხებია მათთვის, მაგრამ მე პასუხისმგებელი ვარ ოჯახზე“, - განაცხადა ლომაევმა.

მისივე ინფორმაციით, შემკვეთები მის მკვლელობაში ნახევარ მილიონ დოლარს იხდიდნენ.

მუსა ლომაევს „იუთუბზე“ საკუთარი არხი აქვს, სადაც სისტემატურად აკრიტიკებს ჩეჩნეთის ხელისუფლებას. ის თავად ყვება, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს გროზნოში გაიტაცეს და შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობას აბრალებდნენ. მის საქმეზე დეტალურად წერდა რუსეთში მოკლული ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა