4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები 31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, როგორც მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ისე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, 31 ოქტომბერს გაიმართება.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

მიქელაძის განცხადებით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ცესკომ არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.

დღესვე, ცესკომ არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის დაადგინა მათ მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ ორივე როგორც საკრებულოების შუალედური, ისე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები დაამტკიცა, რომლებიც ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა