საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

უწყების ცნობით, საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში