კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოქროს მომპოვებელ მაღაროში ჩამონგრევას სულ მცირე 50 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთში, კუსტარულად მოწყობილ მაღარო „დეტროიტზე“ მოხდა, სადაც შახტი რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად ჩამოინგრა.
მაღარო „დეტროიტი“ კანადურ კომპანია Banro Corporation-ს ეკუთვნის.
ცნობისათვის, კონგოში, არაკონტროლირებად, კუსტარულად მოწყობილ მაღაროებში უბედური შემთხვევები ხშირად ხდება, რასაც, ყოველწლიურად, ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.