ნაძალადევის რაიონში წელს 31 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მოძველებული კომუნიკაციები 31 მისამართზე შეიცვალა. დასრულებული პროექტების საერთო ღირებულება 676 572 ლარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება კიდევ ერთ მისამართზე. ქვიშხეთის ქუჩა N4 კორპუსში წყალარინების დაზიანებული ქსელი იცვლება.

პროექტის ფარგლებში, 32 გრძივ მეტრზე 300 მმ-იანი მილი მონტაჟდება.ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე გაეცნენ.

„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი შენობების მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. აღნიშნულ კორპუსში რთული მდგომარეობა გვქონდა, პრობლემური ქსელი იყო, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოები მომავალ კვირაში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტით 57 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს