ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო

ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების მიზანი ოცწლიანი ომის დასრულებაა, რომელსაც ათიათასობით მებრძოლისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოლაპარაკებებში თალიბების მხარეს დაჯგუფების ლიდერთან, ჰაიბათულა ახუნზადასთან, დაახლოებული პირი მალავი აბდულ ჰაქიმი ხელმძღვანელობს, მოლაპარაკებებს ასევე ესწრებიან ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თალიბების ლიდერის მოადგილე მულა ბარადარი.

მოლაპარაკებები თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პატიმრების გაცვლის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების გაჭიანურების გამო გადაიდო. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს წინ უძღოდა ავღანეთში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის შემცირება. აშშ-თალიბანს შორის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის ავღანეთში 13 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ნოემბრისთვის კი მათი რაოდენობა 5 000-ზე ნაკლები იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა