158 ახალი შემთხვევიდან 87-აჭარას, 28-სამეგრელოს, 19-იმერეთს, 6-გურიას, 18-თბილისს უკავშირდება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონას 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87-აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება. მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სწრაფი და თანაზომიერი ქმედებები განხორციელდა.

„დღეისთვის დაგვემატა 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 2075. ეს 158 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებითაა - 87 არის აჭარა, 28 არის სამეგრელო, 19 არის იმერეთი, 6-გურია და 18-თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ და ავხსნი, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის საინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათი გამოკვლევა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისისვე განმარტებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსი თითქმის ლოკალიზებულია. „შემიძლია გითრათ, რომ ამ 158-დან ყველაზე დიდი რაოდენობა არის ბათუმში და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ ანუ ასეთი სწრაფი კვლევები იმის საშუალებას იძლევა, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია. ლოკალიზებულია ასევე ცაგერი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს