ინდოეთში კორონავირუსის 97 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 97 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.65 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ზედიზედ მეორე დღეა, ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება.

ყველაზე მეტი ინფიცირებული მაჰარაშტრას შტატშია, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს.

ქვეყნის ხელისუფლება შემთხვევების ზრდას განახლებულ ეკონომიკურ საქმიანობასა და ადგილობივ დღესასწაულებს უკავშირებს.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, სადაც, 6.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა