მარინა ეზუგბაია - მშვიდად შევხვდეთ ამ სიტუაციას და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავებისკენ

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით 9 გამოჯანმრთელებული პაციენტია და მათმა საერთო რაოდენობამ 1363 შეადგინა. მისივე თქმით, მკურნალობას 586 კოვიდინფიცირებული აგრძელებს.

„9 გამოჯანმრთელებული გვყავს და გახდა 1363. ამ მონაცემების საფუძველზე, დღევანდელ დღეს მკურნალობას გადის 586 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ისინი არა მარტო კოვიდცენტრებში გადიან მკურნალობას, არამედ თქვენ იცით, რომ ჩამოყალიბდა ასეთი მოდელი, ჰოსპიტალის შემდგომი მეთვალყურეობისა და მკურნალობის ანუ გამოიყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საკარანტინე ტიპის სასტუმროები, რომლის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად იდენტურია და შესაძლებელია, როგორც სტაციონარი ისე იქნას გამოყენებული. ამ სამ სასტუმროში უკვე გადადის პაციენტების ის ნაწილი, რომლებიც ასიმპტომურები არიან,“- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და დაიცვას დისტანცია, ატაროს პირბადე და დაიცვას ხელის ჰიგიენა. ამასთანავე, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ თუ ახლა ვირუსის გავრცელების პიკია, მაშინ თანდათან მაჩვენებლები კლებას დაიწყებს, თუმცა ეს პროცესი დროში გახანგრძლივდება.

„თუ ეს იქნება ჩვენთვის პიკი, მაშინ დაიწყება გარკვეულწილად კლება. ეს კლება ასე თვალსაჩინო არ იქნება, გახანგრძლივდება. რამდენი ასეთი ლოკალური ეპიდსიტუაცია გადავიტანეთ და 2 კვირა მაინც დაგვჭირდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ საინკუბაციო პერიოდი არის 2 კვირა და ორი კვირის კონტაქტების გამოვლენა თანდათანობით ხდება. 2 კვირის თავზე, ალბათ, ჩვენ კატეგორიულად შევძლებთ გითხრათ, რომ ეს პერიოდიც გადავლახეთ და სიტუაცია კონტროლირებადი იქნება, როგორც აქამდე გვქონდა ყველა შემთხვევაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი აქტიური კვლევები და აქტიური გამოვლენა, თუნდაც ციფრების მატება არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი. პირიქით, ეს უნდა გავხადოთ იმის საფუძველი, რომ შემდგომში მივხვდეთ, რომ ასეთი გამოვლენა ჩვენი თავდაცვაა და დაავადების გავრცელების პრევენციაა. ასე რომ, მშვიდად შევხვდეთ ამ სიტუაციას. უბრალოდ, ჩვენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგულაციების შესრულებისა და დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავებისკენ,“- განაცხადა ეზუგბაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს