გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ წევრმა სერგო ჩიხლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგზავნილია ასევე იმ ადამიანების სია, რომლებსაც გარკვეული კონტაქტი ჰქონდათ თაკო ჩარკვიანთან.

გიორგი ვაშაძემ ტესტი ჩაიტარა როგორც PCR ტესტირება, ასევე ტესტირება ანტისხეულებზე. პასუხი არის უარყოფითი. კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ასევე შედგენილია 87 კაცის სია, რომელიც გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ეს 87 ადამიანი არის, ვისაც გადაკვეთა ჰქონდა თაკო ჩარკვიანთან. ყველა დაიტესტება და შესაბამისი პასუხები იქნება ხვალ ცნობილი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტუდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა