საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ახალი პროექტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული ორგანიზაციების საბჭოდან აცნობეს, ერთწლიანი საპილოტე პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ (Youth Matters), რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გადამზადდება 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის 90 წარმომადგენელი. რეგიონებში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებით თავის მხრივ ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებისთვის ლოკალურ დონეზე მეტი შესაძლებლობის შექმნას.

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელის, ნინო წულაიას თქმით, ახალგაზრდული სფეროს განვითარებისთვის საჭიროა ახალგაზრდებს შეუქმან გარემო, სადაც მათთვის საჭირო რესურსები იქნება ხელმისაწვდომი.

„ასევე მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, გადავცეთ მათ საჭირო უნარები რათა შეძლონ პროექტების წერა და მათი განხორციელებისათვის საჭირო ფონდების მოძიება,რათა ხელი შევუწყოთ რეგიონებში ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და მის პოპულარიზებას“, - განაცხადა ნინო წულაიამ.

პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და განვითარების ხელშეწყობას.

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და მათ ინტერესებს აჟღერებს, როგორც ადგილობრივად, სამთავრობო ისე ევროპულ დონეზე, მათ შორის, ევროპის პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ ის ევროპის საბჭოს და ევროპის კავშირის ერთადერთი ლეგიტიმური და აღიარებული პალტფორმაა საქართველოში. ოგრანიზაცია ახალგაზრდულ პოლიტიკას ადვოკატირებს და ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით (ადამიანის უფლებები, მოხალისეობა, არაფორმალური განათლება, ახალგაზრდული მუშაობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ა.შ.).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა