„სამოქალქო პლატფორმა 20/20"-მა საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მომზადება დაიწყო

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მომზადება დაიწყო. საარჩევნო სკოლა 20/20 გაიხსნა, სადაც მონაწილეები საარჩევნო საკითხებში სასერთიფიკატო კურსს გაივლიან.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პანდემიის გამო, საარჩევნო სკოლა დამკვირვებლებს რამდენიმე ნაკადად, მცირე ჯგუფებში მოამზადებს.

„მონაწილეები სამდღიან ტრენინგზე გაეცნობიან საარჩევნო კამპანიის თავისებურებებს, არჩევნების დღეს ჩასატარებელ პროცედურებს, საარჩევნო დავებსა და საჩივრის დაწერის სპეციფიკას, კენჭისყრის დღეს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, არჩევნების ტექნოლოგიური მხარდაჭერის საკითხებს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებისთვის გაკეთდება საარჩევნო უბნისა და ხმის მიცემის პროცედურის სიმულაცია", - განაცხადა თევზაძემ.

ტრენინგის მონაწილეები, სურვილის შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო უბნებზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებლები იქნებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა