ესპანეთის პრინცესა კარანტინში გადაიყვანეს

ესპანეთის მეფე ფილიპეს 14 წლის შვილი, პრინცესა ლეონორი კარანტინში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პრინცესას თანაკლასელს მადრიდის სანტა მარია დე-ლოს როზალესის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა.

ესპანეთში სკოლები გასულ კვირას გაიხსნა, თუმცა მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ზოგიერთი ისევ დახურეს. ესპანეთში გუშინ კორონავირუსის 4 708 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566 326-მდე გაიზარდა, აქედან 29 747 ადამიანი დაღუპულია. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი პირველ ადგილზეა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა