ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, მიუნხენი-თბილისის ავიარეისის  მგზავრებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, მიუნხენი-თბილისის ავიარეისის მგზავრებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია „თითქოს საკარანტინო სივრცე მზად არ იყო მგზავრების მისაღებად, ეძებდნენ სხვა სასტუმროს მგზავრების გადასანაწილებლად და თითქოს სასტუმროში ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი“ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებამ სისტემური ხასიათი მიიღო და „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“.

„მოგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მიუნხენი-თბილისის ავიარეისზე მყოფი 65 მგზავრი, რომელიც კარანტინს ექვემდებარებოდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროცედურების სრული დაცვით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „იბისსა“ და „ძველ თელავში“ მდებარე საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილა. სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, სადაც თელავის საკარანტინო ზონაში ტრანსპორტით გადაყვანისას მიუნხენი-თბილისის რეისით ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ოჯახური ტრაგედიის გამო იმყოფებოდა ემოციურ მდგომარეობაში. სოციალური ქსელით და რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საკარანტინო სივრცე მზად არ იყო მგზავრების მისაღებად, ეძებდნენ სხვა სასტუმროს მგზავრების გადასანაწილებლად და თითქოს სასტუმროში ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მსგავსი ტიპის ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო. სტუმრების მისაღებად სასტუმროს მზადყოფნას ადასტურებს სასტუმროს ადმინისტრაცია. საკარანტინო სივრცეში შესვლისთანავე სასტუმროს ექიმის მოთხოვნის საფუძველზე 30 წუთის განმავლობაში სასტუმრო “ძველ თელავში” გამოცხადდა ლაბორატორია და ერთ-ერთი მგზავრს, რომელსაც ოჯახური ტრაგედია შეემთხვა ჩაუტარდა ტესტი. პროტოკოლის თანახმად, ტესტის აღებიდან 24 საათში - ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, დღეს, 12 სექტემბერს, მოქალაქე გადავა თვითიზოლაციაში. ოჯახური ტრაგედიის გამო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიუნხენი-თბილისის რეისის მგზავრ ქალბატონს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. აქვე მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებებს თხოვნით, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ნუ მოახდენენ ოჯახური ტრაგედიით სპეკულირებას და თემის არასწორ ინტერპრეტაციას. პანდემიის პერიოდში საკარანტინო სივრცეებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად და არასახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“,- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია