კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფისა და რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. აქციის ორგანიზატორ „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ განცხადებით, მთელი რეგიონის მასშტაბით მათ 60 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს შორის დისტანციას იცავდნენ და სახის დამცავ ნიღბებს ატარებდნენ.

ბარსელონაში გარკვეულმა ჯგუფმა არასანქცირებული მსვლელობა გაიმართა. მათ ესპანეთის მეფის, ფელიპეს ფიგურა დაწვეს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატალონიაში სეპარატიზმის მოთხოვნით ათობით მასშტაბური აქცია გაიმართა. 2017 წელს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კატალონიაში რეფერენდუმი გაიამართა, რასაც მხარი მოსახლეობის 92%-მა დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა