რომან გოცირიძე - 9 ათას ადამიანს უნდა ჩაებარებინა შარდი,  მაშინ, როცა მხოლოდ 150 გახდებოდა პარლამენტის წევრი, ეს აბსურდია და ახლა ამ უაზრო მოთხოვნას ცვლიან

„ვისაც ახსოვს ჩემი პოსტი შარდით ხელში ათასობით დეპუტატობის კანდიდატის შესახებ, უნდა გითხრათ, რომ მან იმოქმედა საპარლამენტო უმრავლესობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელითაც არჩევნებში რეგისტრირებულ პირს ცესკოში ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება.

"პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ნარკოლოგიური შემოწმება ევალებოდა ყველას, ვინც იქნებოდა საარჩევნო სიაში და არა მხოლოდ მათ, ვინც გახდებოდა დეპუტატები. 9 ათას ადამიანს უნდა ჩაებარებინა შარდი, მაშინ, როცა მხოლოდ 150 გახდებოდა აქედან პარლამენტის წევრი. ეს აბსურდია, რა თქმა უნდა.

ახლა პარლამენტში დარეგისტრირდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, შეცვლიან ამ უაზრო მოთხოვნას, შედეგად, არჩევნებში რეგისტრირებულ პირს არ მოეთხოვება ცესკოში ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, კანონპრპექტის მიხედვით, რომლის ინიციატორი საპარალამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება. ამავე კანონპროექტის თანახმად, თუ ამ ცვლილების ამოქმედებამდე, პირი პარლამენტის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ნარკოლოგიური ცნობის წარუდგენლობის გამო არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

ამავე პროექტის მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში დეპუტატად არჩეული პირი ვალდებული იქნება, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და ამავე ვადაში წარადგინოს ნარკოლოგიური ცნობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს