კახა კალაძემ მოსახლეობას მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარუდგინა

„ქართულმა ოცნებმა“ ყაზბეგში მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარადგინა.

როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, შალვა კერესელიძემ ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევის შესახებ იცის, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აწუხებს. მისი თქმით, კერესელიძე საქართველოს პარლამენტში ყაზბეგელების ინტერესების დამცველი იქნება.

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება განსახვევებული საარჩევნო სისტემით - თუ წინა წლებში ყველა მუნიციპალიტეტეს ჰყავდა თავისი წარმოამდგენელი, წელს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ მაჟორიტარობის 30 კანდიდატი არის წარმოდგენილი. შალვა კერესელიძე, იქნება თქვენი ხმა, თქვენი ინტერესების დამცველი, თქვენი ინტერესების გამტარებელი, მინდა წარმატებები ვუსურვო. შალვას ჩემი წარდგენა არ სჭირდება, ორი წლის განმავლობაში ამ მხარის გუბერნატორი იყო, ძალიან კარგად იცნობთ მას, მან იცის ყველა ის პრობლემა, გამოწვევა, რომელიც რეგიონს აწუხებს და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები იყოს მოგვარებული და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ყაზბეგს და ყაზბეგელებს“,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა