თინა ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკუთარ ინტერესებს და არჩევნების კალენდარს მოარგოს. როგორც თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან აცხადებს, მთავრობა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას არაადეკვატური და არათანმიმდევრული იყო.

„მაშინ, როდესაც კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ავტომობილით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო. ახლა, როდესაც 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ არის ისეთი შეზღუდვები, როგორიც დასაწყისში იყო დაწესებული. ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ადამიანები შიმშილის ზღვარზე მივიდნენ. ხელისუფლება არათანმიმდევრულია, არ ითვალისწინებს ხალხის საუკეთესო ინტერესს. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გააბრაზებს საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ინტერესით დგას უფრო მაღლა, ვიდრეს ეს ბიძინა ივანიშვილს გონია“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა