ლევან თარხნიშვილი - 31 ოქტომბერს ერთ შედეგს მივიღებთ - ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს

“ევროპული საქართველოს” გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო კომისიების დამოუკიდებელი წევრების ნახევარზე მეტი პირდაპირ ან ირიბადაა დაკავშირებული მმართველ პარტიასთან. ამის შესახებ თარხნიშვილმა ჟურნალისტებს ხმების დაცვის ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, არჩეული 73 წევრიდან 42-ს პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ან მმართველ გუნდთან ან მუნიციპალურ ორგანიზაციებთან.

„დღეს იყო ხმების დაცვის ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. თემა ეხებოდა საოლქო კომისიების დამოუკიდებელი წევრების არჩევას, რომელსაც ცესკო ირჩევს. ესენი უნდა იყვნენ უპარტიო, დამოუკიდებელი წევრები. ყოველი არჩევნების მერე ამაზე არის საუბარი, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დარჩა პრობლემად. არჩეული 73 წევრიდან, 42-ს აქვს პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირები ან მმართველ პარტიასთან ან მუნიციპალურ ორგანიზაციებთან. ისინი ან ოდესღაც წარმოადგენდნენ მმართველ პარტიას ან მუშაობდნენ სახვადასხვა მუნიციპალურ ორგანოში საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ყველამ იცის, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, მუნიციპალური ორგანოები გადაიქცნენ „ქართული ოცნების“ პარტიული სტრუქტურების დასაქმების ორგანიზაციებად. არჩეული 73 ადამიანიდან 42-ს აქვს პირდაპრი ან ირიბი კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. თუმცა, ვერც ეს გადაარჩენს „ქართულ ოცნებას“ დამარცხებისგან. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქნება დაკომპლექტებული საოლქო კომისია, 31 ოქტომბერს მივიღებთ ერთ შედეგს - ქართველი ხალხი ეტყვის უარს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები საქართველოსთვის“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო