სერგო ჩიხლაძე-ჩვენი მოთხოვნაა, ჯანდაცვის სამინისტრომ და უწყებათაშორისო საბჭომ  დეტალური ანგარიში წარმოადგინოს, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში კორონავირუსის 158 ახალ შემთხვევას ეხმაურება და ჯანდაცვის სამინისტროსგან შექმნილი მდგომარეობდან გამოსავლის დეტალურ ანგარიშს ითხოვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლი" მზად არის, შექმნილი კრიზისის დაძლევაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და მთავრობას მყისიერი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება შესთავაზოს.

„ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესით იზრდება, მონაცემები ყოველდღიურად მზარდია, რაც სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულ და გამართულ ქმედებებს მოითხოვს. ჩვენი მოთხოვნაა, ჯანდაცვის სამინისტრომ და უწყებათაშორისო საბჭომ წარმოადგინოს დეტალური ანგარიში, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს მოქმედი მთავრობა, რა დონეზეა მომზადებული ქვეყანა, რამდენი სტაციონარია, რამდენი საწოლია, სად არის გადანაწილებული, არსებობს თუ არა ტესტების მარაგი, სად კეთდება ტესტირება და რამდენ ლოკაციაზე. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტორს მხრიდან გაჟღერებული 21 ლოკაცია საკმარისი არ არის, როგორ ხდება მობილური ადგილების შექმნა, რაც მთავრობის სტრატეგიაშია აღწერილი. ყველა აღნიშნულ საკითხზე მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და თუ საჭიროა ჩვენც შევიტანოთ ჩვენი გარკვეული წვლილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში, რადგან მოგეხსენებათ „სტრატეგია აღმაშენებელმა" ტესტირების მექანიზმისა და პუნქტების გაშლის მთელი ქვეყნის მასშტაბით დეტალური ალგორითმი, ჯერ კიდევ აპრილში შექმნა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო