სერგეი ლავროვი - რუსეთი დასავლეთის სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუკი დასავლეთი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს, მისი ქვეყანა ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

„ნაცვალგების პრინციპი საერთაშორისო საქმეებში არ გაუქმებულა. ვნახავთ, როგორი იქნება ახალი სანქციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენთ. ეს არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს”, - აღნიშნა ლავროვმა ტელეარხ Rossiya 1- თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ბერლინი და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს და ამ საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს