რატი იონათამიშვილი - ეპიდვითარების გამო, ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ პარლამენტის უკვე არჩეული წევრები გაივლიან

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საარჩენო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეული პირისთვის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს. ცვლილებების ინიციატორის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მომზადების აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდვითარებამ და კოვიდ ვირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ განაპირობა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 66 სუბიექტი დარეგისტრირდა, რომლებსაც ვალდებულება აქვთ წარადგინონ მაჟორიტარული და პროპორციული სიის კანდიდატები, რომელთა საერთო რაოდენობამ შესაძლოა 9000 პირი შეადგინოს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ რაოდენობის ადამიანების ნარკოლოგიური შემოწმების გავლამ კი შესაძლოა დამატებითი რისკები გააჩინოს. ამიტომ მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება მხოლოდ უკვე პარლამენტის წევრად არჩეულ პირებზე გავრცელდება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა 14 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე იმოქმედებს და იგი X მოწვევის პარლამენტის წევრებზე გავრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო