„რუსთავი 2“-ის “ არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია, ვირუსი ტელევიზიის არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა. როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, უახლოეს დროში ტესტირება ჩაუტარდა 400-მდე თანამშრომელს. მისი თქმით, მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია.

„გუშინ, ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ვირუსი გამოუვლინდა. ამ ინფორმაციის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ჩვენ საზოგადოებას, მედიას ამის თაობაზე ვაცნობეთ, ეს მოხდა 17:00 საათზე. ზუსტად ერთ საათში ჩვენთან რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული კერძო ლაბორატორია „ნეო ლაბიდან“. მისი დახმარებით, ძალიან მოკლე დროში ორგანიზებულად ჩავუტარეთ ტესტირება ჩვენი კომპანიის 400-მდე თანამშრომელს. ამ ტესტებზე სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა პასუხები და საბედნიეროდ, ყველა ტესტი არის უარყოფითი. როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს ტესტირება იმ ადამიანებისა ვისაც უშაუალო კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ადამიანთან. ეს არის ვიწრო წრე და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობა,რაც გუშინ იყო. თუმცა ეს ამ ეტაპზე მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან გავამკაცრებთ პირობებს, თუნდაც სტუმრების მიღების, გადაცემების ჩაწერის მხრივ და ა.შ. შევიმუშავებთ სპეციალურ პროტოკოლს.

ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებს ვუთხრათ, რომ არცერთი შემთხვევა არ დადასტურდა და ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. განმეორებითი ტესტის თაობაზე რეკომენდაციაა, რომ ტესტირება ყოველ 48 საათში უნდა ჩატარდეს იმ ადამიანებთან ვისაც უშუალო და ახლო კონტაქტი ჰქონდა თეონა ცხომელიძესთან“, - განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გააგრძელებს საინფორმაციო სამსახური მუშაობას, როგორც „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, ის ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულ თანამშრომელთან პირდაპირ კონტაქტში არ იყო, მუშაობას გამკაცრებული პროტოკოლის ფარგლებში გააგრძელებს, ხოლო ისინი ვინც პირდაპირ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულთან, იქნებიან საკარანტინე პირობებში და 48- საათიანი შემოწმების პარალელურად მათ სპეციალური სამუშაო პირობები შეექმნებათ.

„ახლა იწყება რთული ეტაპი, ეს არის ვითარების მართვა. შესაბამისად, მართვის პერიოდში ჩვენ კიდევ ერთი ზარი გვექნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან, დავგეგმავთ უმკაცრეს საოპერაციო პროტოკოლს, იმისათვის, რომ საინკუბაციო პერიოდში არ მოხდეს დაინფიცირების ახალი შემთხვევები. პირდაპირი კონტაქტები უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იქნებიან, ვიდრე დაავადებათა კონმტროლის ეროვნული ცენტრი არ მოგვცემს შესაძლებლობას, იმისთვის, რომ მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავიდეთ“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა