პერუს პარლამენტმა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა

პერუს პარლამენტმა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. რეზოლუციის პროექტს მხარი 65-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ 36 წავიდა, 24-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მისაღებად 52 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო. რეზლუციის ავტორების მტკიცებით, პერუს პრეზიდენტი მარტინ ვისკარა მომღერალ რიჩარდ სვინგის საქმის გამოძიებას აფერხებს და მასთან პირადი კონტაქტები აქვს.

თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ იმპიჩმენტის დაწყებით მის მოწინააღმდეგეებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ და გადადგომას არ აპირებს.

ახლა დეპუტატებმა იმპიჩმენტის საკითხზე საბოლოო კენჭისყრის თარიღი უნდა დაადგინონ. კენჭისყრამდე ვისკარას პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება. იმპიჩმენტისთვის 130-მანდატიან პარლამენტში 87 ხმაა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა