ამ წუთებში, ქუთაისში, “ევროპული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. “ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე იქნება, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კი გოჩა გურგუჩიანი.
პარტია ასევე წარადგენს მერობის კანდიდატებს. „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე, ხოლო ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი იქნება.
შეხვედრაზე ასევე გაიმართება პარტიის ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია, რომელიც გადასახადების და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემას შეეხება. შეხვედრაზე ასევე გაიმართება „ხელშეკრულება ხალხთან“ პრეზენტაცია, რომლითაც პარტია სხვადასხვა რეფორმაზე განხორციელების ვალდებულებას იღებს.