სახელმწიფო მინისტრის აპარატი - როცა  მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები  ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ააქტიურებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზზე. როგორც საელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი კვირის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თანათავმჯდომარეებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებსა და დესტრუქციულ ნაბიჯებს. იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზზე. აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ინტენსიურ მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რათა სათანადო შეფასება მიეცეს და ქმედითი ზომები იქნას მიღებული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გახშირებული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან ერთად, აუცილებლად იქნება დაყენებული ბოლო დროს განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო