პრემიერი დუშელებს - დიდი პატივია ჩემთვის ვაჟას სამშობლოში ვილაპარაკოთ ამ ქვეყნის მომავალზე და რაც მთავარია, ვილაპარაკოთ ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე

„ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლო ჯამში, ყველაზე დიდი წარმატების საფუძველი უნდა იყოს ის, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ან ქალაქში თუ მიდიან, უმაღლესი და კარგი განათლების მისაღებად, უნდა ბრუნდებოდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურებოდნენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დუშეთში, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ახალგაზრდობა უნდა დაუბრუნდეს მთას.

„დიდი პატივია ჩემთვის ვაჟას სამშობლოში ვილაპარაკოთ ამ ქვეყნის მომავალზე და რაც მთავარია, ვილაპარაკოთ ეკონომიკურად ძლიერ, ევროპული ქვეყნის მომავალზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ყველზე დიდი გამოწვევა და მიზანი დღეს უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა დავუბრუნოთ მთას. ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ დუშეთში იყოს ცხოვრების ზუსტად იგივე პირობები, როგორიც არის თბილისში. ადამიანს, რომელიც აქ იბადება, უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე პირობები, ისეთი როგორიცაა: თბილისში, ბათუმში ქუთაისში და ა.შ. ამას ჰქვია სამართლიანობა და ამას ჰქვია ქვეყანაში წარმატების თანაბარი გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის ბიუჯეტი 2013 წლის შემდეგ 10-ჯერ არის გაზრდილი, იყო 2 მილიონი ლარი და ახლა არის 22 მილიონი ლარი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს მეტ გარემონტებულ სკოლას, საბავშვო ბაღს, ბევრ გზას, ეს მაინც არ არის საკმარისი და ამით არ უნდა იზომებოდეს ამ კუთხის წარმატება. ამ კუთხის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მშრომელი და მებრძოლი ხალხის წარმატებით, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი აქ დარჩეს და წარმატებულად იშრომოს, იღვაწოს თავისი ოჯახისთვის და ხალხისთვის. ეს არის მთავარი მიზანი იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ერთად. ჩვენ ერთად დასაგებ გზებსაც დავაგებთ, ვიცით რომ სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემაა, დუშეთში და ზოგადად სოფლებში გაზია პრობლემა, ამ ყველაფერს ჩვენ სწრაფად მოვაგვარებთ, ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლო ჯამში, ყველაზე დიდი წარმატების საფუძველი უნდა იყოს ის, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ან ქალაქში თუ მიდიან, უმაღლესი და კარგი განათლების მისაღებად, უნდა ბრუნდებოდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურებოდნენ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო