პარლამენტთან პატიმრების დედებმა ამნისტიის მოთხოვნით აქცია გამართეს

პარლამენტის შენობასთან, პატიმრების დედებმა ფართომასშტაბიანი ამნისტიის მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, პარლამენტთან შეკრებული პირები საქართველოს ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოსაცემად 5 სამუშაო დღეს აძლევენ.

„უკვე ხუთი დღეა პატიმრების მშობლები შიმშილობენ. დღეს ერთი მოშიმშილე დედა გახდა ცუდად, ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას პარლამენტს ვაძლევთ ზუსტად 5 სამუშაო დღეს. თუ არ მიიღებენ ფარტომასშტაბიან ამნისტიას, ჩვენ მივმართავთ რადიკალურ ფორმებს. ეს ფორმები იქნება ის, რომ გადავკეტავთ გზებს და უფრო მეტი ვიქნებით და სხვადასხვა მოწოდებებს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე აღნიშნულ ამნიტიას მივაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩერებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო