დავით ბაქრაძე - ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალაუფლება - მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება - ხალხს, ეს არის ჩვენი მიდგომა

“ევროპულმა საქართველომ” მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ოთარ კახიძე წარუდგინა. პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება. ხარაგაულის მერობის კანდიდატი ბესიკ ყრუაშვილი, ონის მერობის კანდიდატი - ჯონი გობეჯიშვილი, ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი - ამირან ძოწენიძე იქნება. პარტიამ ასევე ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ასევე წარადგინეს „ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს „ხელშეკრულებას ხალხთან“ და „ვალდებულებათა ბარათს“.

„ევროპული საქართველო“ გადასახადების შემცირების, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ ლარით შემცირების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემის და სასამართლო და საპოლიციო რეფორმის შესრულების ვალდებულებას იღებს.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიმართა პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოებას აერთიანებს ცვლილებების მოლოდინი, ხოლო ამ ცვლილებებს მოიტანს ოქტომბრის არჩევნები.

„დღეს ყველას გვაერთიანებს, ცვლილებების მოლოდინი და გააზრება იმის, რომ თუ საქართველოში უახლოეს მომავალში არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ამ ქვეყანას, ჩვენ ოჯახებსა და შვილებს, არ ექნებათ მომავალი. დღეს ჩვენ გვაერთიანებს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი და ეს ცვლილებები უნდა მოიტანოს არჩევნებმა. ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალაუფლება მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება ხალხს - ეს არის ჩვენი მიდგომა. გადასახადების შემცირება შექმნის სამუშაო ადგილებს, შემცირდება მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯი, სამაგიეროდ, გაორმაგდება პენსია და სოციალური დახმარებები. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ და ვამბოთ, რომ ამ გარდამტრეხ ცვლილებებს იგრძნობს თითოეული ადამიანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო