სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ არის კომპასი, რომელიც აჩვენებს, თუ საით უნდა ვიაროთ დღეს

“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რომლის აღმოფხვრასაც სწორი ხედვა სჭირდება. ამის შესახებ კაპანაძემ პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ კახიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს.

„დღეს, როგორც არასოდეს გვჭირდება შემართება, მხნეობა, ენერგია და ცვლილებები, რადგან მდგომარეობა, რომელშიც დღეს ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა, არის უღრმესი ეკონომიკური კრიზისი. ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომლიდანაც სწრაფად თუ არ გამოვედით, სწრაფად თუ არ შევცვალეთ, ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს სჯერა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს მომავალს ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა, ეს ეკონომიკური კრიზისი უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად. სხვა შემთხვევაში, ასე გაგრძელება მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგებამდე. ეს ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში ამოეფარა კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. გადადგეს ნაბიჯები, რომლითაც მოკლეს ჩვენი ეკონომიკა და დღეს, როდესაც ისინი უკვე ვეღარ აკავებენ ვირუსს, გვაქვს გაცილებით ცუდი ეკონომიკური ვითარება, ვიდრე კარგი მთავრობის შემთხვევაში გვექნებოდა. ამრიგად, დროა გარდამტეხი ცვლილებებისთვის”, - აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ კონკრეტული რეფორმების განხორციელების ვალდებულებას იღებს.

„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და კონკრეტულ რეფორმებს განვახორციელებთ. ეს ვალდებულებებია: გადასახადების შემცირება სახელმწიფო ქონების ხალხისთვის გადაცემა, რაც მოიტანს იმას, რომ 2000 ლარით მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს და 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება; ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება 2 მლრდ ლარით, ამით გაორმაგდება პენსიები და სოციალური დახმარებები; კრიმინალი დამარცხდება, სასამართლოს რეფორმა, ნაფიცი მსაჯულების დანერგვა, რაც სასამართლოს სრულიად დამოუკიდებელს გახდის. „ევროპული საქართველო“ არის კომპასი, რომელიც აჩვენებს, თუ საით უნდა ვიაროთ დღეს, რა არის სწორი გზა. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს კონკრეტული გეგმა, კომპეტენცია და სურვილი, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გავისტუმროთ სახლში”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო