ოთარ კახიძე - პარლამენტი სრულად გადმოვა ქუთაისში და ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი

„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა. ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, ქუთაისს რამდენიმე წლის წინ უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით და აეროპორტის აშენებით.

კახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა, რის შეცვლასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც აპირებს „ევროპული საქართველო“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, ამ ქალაქს უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გადმოტანა და აეროპორტის ამოქმედება ქუთაისში სწორედ ჩვენი პარტიის წევრების ინიციატივა იყო. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლებამ წაართვა ამ ქალაქს იმედი და პერსპექტივა, თუმცა ეს შეიცვლება და „ევროპული საქართველო“ კვლავ მოიტანს ამ ქალაქში გარდამტეხ ცვლილებებს. პარლამენტი სრულად გადმოვა ამ ქალაქში, ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ამუშავდება და წლის ბოლოს, ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს. ასევე, აეროპორტს დაემატება სატვირთო ტერმინალი, რათა სრულად იყოს გამოყენებული ამ ქალაქის საექსპორტო პოტენციალი. ქუთაისი იქნება ქალაქი, რომელიც არ იქნება ჩაფლული ნეპოტიზმსა და კორუფციაში. ამ ქალაქს მიეცემა რეალური თვითმართველობა. ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც მოიტანს „ევროპული საქართველო“ და ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა