ბელარუსის სპეცრაზმმა „ქალების მარშის“ 30-მდე მონაწილე დააკავა

ბელარუსში სპეცრაზმმა „ქალების მარშის“ 30-მდე მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალები ტრადიციული შაბათის საპროტესტო აქციის გასამართად მინსკში, „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბნენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, რადგან აქცია არასანქცირებული იყო, თუმცა ისინი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა