სერგო ჩიხლაძე - აპრილის შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა, მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით, შემცირებულიყო

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შემქნილ ეპიდვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტორი შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დასაძალევად. მისი თქმით, ასევე ბუნდოვანია, როგორია სახელმწიფო სტრატეგია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ჩვენ რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სფეროს და ზოგადად სახელმწიფოს სტრატეგიას კოვიდ 19-ის წინააღმეგ საბრძოლველად, ამისათვის ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. ხშირ შემთხვევაში, მათი ცალ-ცალკე განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებითაა გაჯერებული. მთავრობის მტკიცებით, მობილიზებულია 784 საწოლი, მაშინ როცა, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 600 საწოლია მობილიზებული. აპრილში აცხადებდნენ, რომ 3 500 საწოლია მობილიზებული და კიდევ 10 000 მობილიზებაა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, მათ მიერ დასახელებულ ციფრებში საკმაოდ დიდი განსხვავებაა, მით უფრო აპრილის მონაცემებსა და ახლანდელ მონაცემებს შორის. აპრილის შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი და მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით შემცირებულიყო", - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე განცხადებით, ინფექციასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია, საჯარო ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჩიხლაძის თქმით, სწორი საინფორმაციო კამპანია და სპეციალური მომზადება დღეს არსებულ შედეგს შეცვლიდა.

„რეგულაციების მოხსნის შემდეგ, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე რეგულაციების შესრულებასა და ზედამხედველობაზე ძალიან დაბალია. ახალი საინფორმაციო კამპანია, კლიპი, სოციალური რგოლი და ა.შ. სამინისტროსგან მოსახლეობას არ მიუღია. მათ არ იციოდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ზაფხულში. ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულა და ამას თავადაც აღიარებენ. კორონავირუსი არსად წასულა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. იმაზე ლაპარაკი რომ 10-15-20 და 30 შემთხვევა შეიძლება ყოველთვის იყოს, ესეც მისაღები მაჩვენებელია. სწორედ ამ პირობებში გვჭირდებოდა ჩვენ მეტი მობილიზება, მეტი ინფორმირებულობა და მთავრობის მხრიდან მეტი მომზადება, რომ გეომეტრიული პროგრესით არ წასულიყო დღეს არსებული ციფრები. კოვიდშემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნებოდა, თუმცა არავინ ქმნის ილუზიას, რომ ინფიცირებულთა რიცხვი განულდებოდა ან სულ ერთ მაჩვენებელზე ჩამოვიდოდა. სწორედ, მოსალოდნელი შედეგისთვის იყო საჭირო მომზადება", - აცხადებს ჩიხლაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა