მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის - მძიმე. როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.

„ჩვენს ცენტრში იყო 23 პაციენტი, გაეწერა 1 და დაგვემატა 6 პაციენტი, ამ ეტაპზე გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. 28 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 3 - მძიმე.

ქვეყანაში 831 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმედ არის 4 პაციენტი, 25 არის მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

კოვიდინფექციას არ შეუცვლია თავის სახე, ჯერჯერობით გრძელდება ჩვეულებრივად და დაავადების გამოვლენის ყველა ფორმა გახლავთ: ეს არის ასიმპტომური, ანუ სიმპტომების გარეშე, არის თავიდანვე დაწყებული მსუბუქი მიმდინარეობით, რომელიც დამთავრდება როგორც მსუბუქი, ასევე დაავადება შეიძლება, დაიწყოს პირდაპირ მძიმედ - სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიასთან ერთად ან მის გარეშეც შესაძლებელია. შესაძლებელია ასევე დაავადების პროგრესირება ნებისმიერი ფორმის დროს - ასიმპტომური იქნება, მსუბუქი თუ საშუალო სიმძიმის, ყველამ შეიძლება, განიცადოს პროგრესირება დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში და თითოეული ფორმიდან მივიღოთ მძიმე ფორმა, კრიტიკული ფორმაც კი.

არასრულწლოვნები არიან, მაგრამ როგორც ყოველთვის მათთან კლინიკა უმნიშვნელოდ გამოხატულია, ძალიან მსუბუქად არის გამოხატული ან უხშირესად ასიმპტომური ფორმები აქვთ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა