მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა, გუშინდელზე მეტი არ არის, რაც მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა

დღეს არის კორონავირუსის 152 შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის და ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობა უახლოეს დღეებში არ მოიმატებს და კლებისკენ წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ხერხდება.

„152 შემთხვევის გამოვლენა არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ, რაც არის იმის საწინდარი, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია, გავრცელების პრევენციის საფუძველი გახლავთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი-სამი დღე, თუ ჩვენ დინამიკაში მატება არ გვექნება, შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა როგორც დღეს იყო ნაკლები, გუშინდელთან შედარებით, ასე გაგრძელდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული მყისიერი და თანაზომადი სამუშაოები, არის ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1369-ს შეადგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს