აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები შიდაგავრცელებაა

აჭარაში 88 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ეს არის შიდა გავრცელება,- ეს განცხადება აჭარის საზოგადოერბრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმრავლესობას დადასტურებულებთან კონტაქტი უფიქსირდება.

"ახალი დადასტურებული 88 შემთხვევაა. ეს არის შიდაგავრცელება. საზოგადოების ყველა ფენა არის ფაქტობრივად. კლასტერული მითითება, და მინიშნება არ არის. ძირითადად ამ დადასტურებული შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი გახლავთ უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. ამიტომ მუშაობა მიდის ამ მიმართულებით. მაგრამ სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. პანიკის საფუძველი არ არის.

კლინიკურ მართვაში ჩაერთო დამატებით ორი კლინიკა, ინფექციური და "მედალფა".

ყველამ უნდა დავიცვათ წესები, პირბადის გარეშე ღია სივრცეშიც არ უნდა ვიყო, პირადი ჰიგიენა დავიცვათ და დისტანცირება, ვიცავთ თავს და თავის დაცვით ვიცავთ გარშემომყოფებსაც"- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა