ლევან თარხნიშვილი - საოლქო კომისიებში გვაქვს  იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ დამოუკიდებელი წევრების არჩევა არაკანონიერად მოხდა, რადგან 73 ადამიანიდან 42 „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ, რათა გაგვეფრთხილებინა კომისია და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. საუბარია იმაზე, რომ პარტიებზე ერთად გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევა, რომელთაგან როგორც აღმოჩნდა 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა.

დღეს იგივე პროცესი დაიწყო საოლქო კომისიებში და ჩვენ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ გავაკეთეთ განცხადება და გავაფრთხილეთ, რომ გვაქვს სია იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და მოვუწოდეთ საოლქო კომისიას, რომ არ აერჩიათ კონკრეტული წევრები მიუხედავად ზეწოლისა. პირველი შედეგი არის ის, რომ 11:00 საათზე ჩანიშნული კომისიის სხდომა გადადეს 12:00 საათზე, ალბათ, იმიტომ, რომ კონსულტაციებს გადიან“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხს, სადაც საოლქო კომისიის სხდომა გაიმართება ყველგან გააპროტესტებენ.

„იგივეს გაკეთებას ვაპირებთ სხვა ოლქებთანაც, სადაც საოლქო კომისიის სხდომები იმართება. იგივეს გავაკეთებთ და ზოგადადაც ვაფრთხილებთ ყველას, რომ იქნება ეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, პოლიციელი, სუსი-ის თანამშრომელი თუ უბრალოდ აქტივისტი, ნუ ჩაიდენენ უკანონობას, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს წინ აღუდგება, აუცილებლად დამარცხდება პოლიტიკურად“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა