რუსეთში კორონავირუსის 5 449  ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  94 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 062 811-ს მიაღწია , - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 94 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 18 578-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ-19-სგან 876 225 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 168 008 ადამიანს უტარდება.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 5 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 94 ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა