მეუფე ნიკოლოზი - ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო შეზღუდვების, რადგან ჩვენ, სასულიერო პირებს თითქმის, არაფერი გვეზღუდება , - ამის შესახებ ახალქალაქის, კარის და კუმურდოს ეპისკოპოსმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების კომენტირებისას განაცხადა.

მეუფეს განცხადებით, მათ, ვინც ეკლესიაში არ მიდის, არ სჯიან.

„რა სპორტულ ღონისძიებებს ესწრება ხალხი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე ის უნდა ვთქვა, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირს, არაფერი მაქვს დასაჩივლებელი. ვატარებთ, ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით ამის გულისთვის, პირბადეების ხმარებაც გამართლებულად მიმაჩნია და ხელების დაბანაც, მით უმეტეს. ყველაზე მძიმე სიტუაცია, როცა იყო აღდგომის დღესასწაულზე, მაშინაც მადლობა ღმერთს, ღვთის მადლით ჩატარდა ყველაფერი და დასაჩივლი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

იხილეთ ვიდეო: ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით - მეუფე ნიკოლოზი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა