„თავისუფალმა საქართველომ“ კახეთის მაჟორიტარ კანდიდატად მალხაზ ფილაური წარადგინა

„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი ძალაა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნეოლიბერალიზს ებრძვის. ქვეყანა ჩიხშია შესული, ხოლო საზოგადოება კაბალურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ დღეს, პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ კახეთში შეკრებილ მხარდამჭერებთან განაცხადა.

მისი აზრით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც ქვეყანაში მევახშეობას აკრძალავს.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემდეგ, თანამედროვე საქართველოში გაჩნდნენ ახალი სახის დევნილები და ეს ადამიანები - მევახშეებისგან, საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილები არიან. ჩვენ ბანკების საქმიანობის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ის, რომ ბანკირებმა, მევახშეობით დააგროვონ მილიონები და შემდეგ პოლიტიკოსებად და ხალხზე მზრუნველებად მოგვევლინონ, ამას ყოველთვის გავაპროტესტებთ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს ხალხი იაფფასიანი დაპირებებით მოატყუოს.

„თავისუფალი საქართველო“ ვერავის დაჰპირდება 500 ლარიან პენსიას, საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ეს სრული აბსურდია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ ძალას უნარი შესწევს, რომ შარშან დაწყებული „იაფი მედიკამენტების პროგრამა“ მომავალშიც განაგრძოს და ხალხს ამ მიმართულებით რეალური დახმარება აღმოუჩინოს. მზად ვართ პანდემიის პირობებშიც კი, მომხმარებლებს, 300-400%-ანი შეღავათით მივაწოდოთ მედიკამენტები“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მალხაზ ფილაურის თქმით, კახეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში: უმუშევრობის, უიმედობისა და ხვალინდელი დღის შიში უნდა დასრულდეს.

„რეგიონი ახალგაზრდებისგან იცლება, დღემდე მოუგვარებელია დასაქმების პრობლემა, დეფიციტია სასმელი და სარწყავი წყალი. წლიდან-წლამდე პრობლემა-პრობლემად რჩება, ხელისუფლებისგან, მხოლოდ დაპირებები ისმის და ისიც წინასაარჩევნოდ. ამიტომ, ახლა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“, - განაცხადა ფილაურმა და აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საზოგადოება ქვეყნის განვითარებას დაუჭერს მხარს, ხოლო 1 -ელი ნოემბრიდან საქართველოში უკეთესი მომავლის ახალი ერა დაიწყება.

ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება