თეონა აქუბარდია - მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ შეაჩეროს უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნოს, დამკვირვებლის როლს ირგებს

რუსი ოკუპანტების მიერ ხურვალეთში მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია აფასებს და აცხადებს, რომ მოქმედ მთავრობას შექმნილი მძიმე მდგომარეობა არ აღელვებს.

მისი თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ დამკვირვებლის პოზიცია უჭირავს, ნაცვლად იმისა, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნოს.

“რამდენიმე დღეა მთელი ქვეყანა ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციას და კიდევ უფრო ამძიმებს ამით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას. დღეს დილიდან ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ისინი მხოლოდ ამ პროცესის დამკვირვებლის როლში გვევლინებიან და არ გააჩნიათ მოქმედების შესაძლებლობა, შეაჩეროს უკანონო ბორდერიზაცია და იზრუნოს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. რუსეთის მხრიდან გაძლიერებული მცოცავი ოკუპაცია კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სჭირდება ანტისაოკუპაციო სტრატეგია და ქმედითი ზომების მიღება პროცესის შესაჩერებლად”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს