სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის არცერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კორონავირუსი ისნის ოფისის არც ერთ თანაგუნდელს არ დაუდასტურდა. ამასთან, ჩიხლაძის თქმით, პარტიის ოფისებში დაცულია ყველა უსაფრთხოების წესი, შეზღუდულია დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობა, თანამშრომლების ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და ამომრჩეველთან შეხვედრა მკაცრი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. „ჩვენს პარტიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინ 50-მდე თანაგუნდელმა გაიარა ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება. ჩვენი სათაო ოფისისა და საბურთალოს ოფისის არც ერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ოფისის სამი წევრი, მათ შორის პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გაბისონია, მიუხედავად ტესტის უარყოფითი პასუხისა, რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი რამდენიმე დღით მოთავსებულები იქნებიან საკარანტინე სივრცეში.

დღეს, დამატებით 40-მდე თანამშრომელი ლუგარის ცენტრში ტესტირებას გაივლის. დიდი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და აქტიურ კომუნიკაციაში არიან ჩვენთან, რათა დროულად და მყისიერად დაიგეგმოს ამ ადამიანების ტესტირება.

ამავე დროს, ჩვენი ძალებით ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ. ასე რომ, საფრთხეები მინიმიზირებულია და შესაბამისად, პერსონალთან მიმართებაში და ზოგადად, შენობაში მკაცრი რეგულაციებით ხდება მიღება: სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზობარიერის გამოყენება, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და აშ. და ასევე შეზღუდულია ოფისში თანამშრომლების რაოდენობაც, და ვიცავთ ყველა უსაფრთხოების წესს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა