რომის პაპი - რამდენი ტანჯვა, ჭრილობა, ომი შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუკი შენდობა და წყალობა ჩვენი ცხოვრების წესი იქნება

რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ქადაგების დროს, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე უდიდეს ბანაკ „მორიას“ დაწვის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მიგრანტების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

„ბოლო დღეებში ხანძარმა გაანადგურა „მორიას“ ლტოლვილთა ბანაკი, ათასობით ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. სოლიდარობას ვუცხადებ ამ ტრაგიკული მოვლენის ყველა მსხვერპლს“, - აღნიშნა მან.

პაპმა ფრნცისკემ მსოფლიოს მასშტაბით გახშირებულ საპროტესტო აქციებზეც გაამახვილა ყურადღება. ფრანცისკეს განცხადებით, ეს პროტესტი "გამოხატავს მზარდ იმედგაცრუებას", რომელსაც ხალხი გარკვეულ კრიტიკულ პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებით განიცდის.

მან დემონსტრანტებს მოუწოდა, საკუთარი მოთხოვნები აგრესიისა და ძალადობის გარეშე, მშვიდობიანად გამოხატონ. რომის პაპმა, ხელისუფლების პირებსაც მოუწოდა, "მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს და მათ სამართლიან მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული პატივისცემის უზრუნველყოფით".

„რამდენი ტანჯვა, რამდენი ჭრილობა, რამდენი ომი შეიძლება იქნას თავიდან აცილებული, თუკი შენდობა და წყალობა ჩვენი ცხოვრების წესი იქნებოდა“, - დასძინა პაპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა